20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილმა პაველ ჰერჩინსკის დუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების დახმარების თხოვნით მიმართა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის დუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) დიაგნოზის მქონე პაციენტების დახმარების თხოვნით მიმართა.

ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ოფიციალური წერილი ევროკავშირის ელჩს დღეს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, წერილში ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს დახმარებას სთხოვს DMD-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების დაფინანსების შესაძლებლობებისა და სხვა მხარდამჭერი მექანიზმების იდენტიფიცირებაში, რაც მათ ტვირთის შემსუბუქებაში დაეხმარება.

„იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა სულ უფრო იზღუდება, თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანი დახმარება იქნებოდა DMD-ით დაზარალებული პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს ხალხის მხარდაჭერის მიმართ“,- აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.

banner
წინა სტატიაშიზვიად მაისაშვილი: ორივე მათგანმა აღიარა დანაშაული, ასევე, მოიხადეს ბოდიში ჩემ მიმართ
შემდეგი სტატიაპუტინი: მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია