საქართვველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურა და “ოცნებას” “ფულზე გაყიდულები” უწოდა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ოცნების” წევრები, ვინც შეხვედრას ესწრებოდნენ, “ბიძინას მონებად წარდგნენ ყველას დასანახავად” .
სახელმწიფო რომ გაუქმდა თვალსაჩინოდ გამოჩნდა. ოფიციალური უცხოელი ვიზიტორის მიღება გადაიქცა სამარცხვინო პაროდიად!
მთავრობა, პარლამენტი, ყველა გაჰქრა, ბიძინას მონებად წარდგნენ ყველას დასანახავად !
ფულზე გაყიდულნი, ღირსება გაყიდულნი …”- წერს სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი გუსინ გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. შეხვედრას ირაკლი კობახიძე და “ოცნების” მთავრობის რამდენიმე მინისტრი ესწრებოდნენ.

















