სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან არ განმარტა, რატომ დაავიწყდა თამარ ჭოველიძის გვარის შეყვანა სიაში

9 აპრილს მოკლული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამის პროტესტზე, რომელმაც მიღება დატოვა, პრეზიდენტმა კომენტარი არ გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან არ განმარტა, რატომ დაავიწყდა თამარ ჭოველიძის გვარის შეყვანა სიაში, რის გამოც, მიღებაზე მისულ ჭოველიძის მამას ადგილი არ შეხვედრა.

მიღებაზე იმყოფებოდა 9 აპრილს მოკლული ნათია ბაშალეიშვილის დედაც.

მაული ბაშალეიშვილის განცხადებით, სამწუხარო ფაქტია, როდესაც პრეზიდენტს შენი გარდაცვლილი შვილის გვარი ავიწყდება.

“პატარები იყვნენ ყველაზე, თამრიკო და ნათია მეგობრები იყვნენ და ის პატარა ბავშვი კიდევ ამათზე უფრო პატარა იყო. არ არის სასიამოვნო ფაქტი დავიწყება,” – განაცხადა მაული ბაშალეიშვილმა.

9 აპრილს მოკლული 16 წლის თამარ ჭოველიძის მამამ ავლაბრის ცერემონიების სასახლე და პრეზიდენტის მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც არკადი ჭოველიძემ განაცხადა, მისი შვილი არავის უხსენებია და დარბაზში სკამიც კი არ იყო, რომ დამჯდარიყო.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო 1992 წელს, მას შემდეგ მან შეცვალა ეს პოზიცია” – პრეზიდენტის მიღებაზე გამსახურდიების ოჯახიდან მხოლოდ კონსტანტინე მივიდა
შემდეგი სტატიაგურიაში ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაცია ჩაერთო