სალომე ზურაბიშვილმა კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე ორბელიანების სასახლეში მიიღო და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას.

„როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კახა კალაძის საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და რიტორიკა, ორიენტირებული იყო საქმესა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწრაფად გაგრძელდეს ადგილობრივი მოსახლეობის კონკრეტული პრობლემების გადაჭრისათვის ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი – ელენე ხოშტარიას პროტესტს მივესალმები, ამ ყველაფერს შედეგი უნდა ჰქონდეს
შემდეგი სტატიაგაერო კრემლის სისასტიკეს ამხელს