ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა.
ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტს ფარგლებში იმყოფება. ის უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს, ამ წუთებში კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავს აუდიენციას.