,,სალომე ზურაბიშვილმა ევროპული სტილის საარჩევნო კამპანია წარმართა, თუმცა ოპონენტების პასუხი იყო სიძულვილი და აგრესია”

პირველი ტურის დაწყებისთანავე, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას სურდა ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის ჩატარება და მან საარჩევნო კამპანია სწორედ ასე წარმართა, თუმცა ოპონენტების პასუხი იყო სიძულვილი და აგრესია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, აგრესიის ფონზე წარმართული საარჩევნო კამპანია საქართველოში პოლიტიკური და საარჩევნო კულტურის განვითარებას ვერ წაადგება.

„როგორც მოგეხსენებათ, პირველი ტურის დაწყებისთანავე, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას სურდა ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის ჩატარება და მან საარჩევნო კამპანია სწორედ ასე წარმართა, თუმცა ოპონენტების პასუხი იყო სიძულვილი და აგრესია. სამწუხაროა, რომ ეს არჩევნები ასეთ ფონზე წარიმართა. 2012 წლის შემდეგ არჩევნებში ჩვენ ალბათ არ გვახსოვს აგრესიის ამხელა მასშტაბი, რაც არის ალბათ ძალიან სამწუხარო და ასეთი ფონი, ბუნებრივია, ვერ წაადგება ძალიან სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური და საარჩევნო კულტურის განვითარებას. ეს არის ამ არჩევნების სამწუხარო ასპექტი, თუმცა ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ეს არის ოპონენტების პასუხისმგებლობა. ჩვენმა ოპონენტებმა საარჩევნო პროცესის წარმართვა სწორედ ამ რეჟიმში არჩიეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესში დარღვევები დაფიქსირდა, რაზეც შესაბამისმა ორგანოებმა რეაგირება მოახდინეს.

„რაც შეეხება დარღვევებს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური შემთხვევები იყო, რაზეც

შესაბამის ორგანოებს რეაგირება ჰქონდათ: როგორც შს სამინისტროს, ისე აუდიტის სამსახურს და სხვა შესაბამის უწყებებს, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი საარჩევნო პროცესში დარღვევებთან დაკავშირებით. მთლიანობაში, არჩევნები წარიმართა სამართლიან და არსებითად მშვიდ გარემოში მიუხედავად ესკალაციის მცდელობებისა. ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და „ქართული ოცნების“ ძალისხმევით იყო უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაში„დღეს იმას ვხვდები, რომ ამ ქალის გაპრეზიდენტება ქვეყნის ღალატია”
შემდეგი სტატიარაიონებიდან მოგვდის ინფორმაცია, თითქოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და ბანკებიდან ურეკავენ კონკრეტულ ადამიანებს და მათ ვალის გადახდას სთხოვენ, ეს არის პროვოკაცია