სალომე ზურაბიშვილმა დამდეგი ახალი წელი სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ სამხედროებს მიულოცა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 31, 2019 20:24

სალომე ზურაბიშვილმა დამდეგი ახალი წელი სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ სამხედროებს მიულოცა

მნიშვნელოვანი

  • სალომე ზურაბიშვილმა დამდეგი ახალი წელი სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველ სამხედროებს მიულოცა

სხვა სტატიები

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალი წელი ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში დისლოცირებულ ქართულ დანაყოფებს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა.

პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ახალი წელი თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობასაც მიულოცეს.

„გილოცავთ ახალ წელს. მინდა, ეს წელი მშვიდობიანი და წარმატებული ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. მინდა, გისურვოთ, რომ მშვიდობით დაუბრუნდეთ თქვენს ოჯახებს და გაახაროთ ისინი. თქვენ ახარებთ და აძლიერებთ ქვეყანას. თქვენ სამაგალითოები ხართ თქვენი შემართებითა და პროფესიონალიზმით. დღეს ჩვენს ქვეყანას სწორედ თქვენნაირი მაგალითები სჭირდება. ჩვენ სულ ახლახან გავხდით იმის მომსწრე, რომ ერთმა ადამიანმა შეძლო და ყველას ღირსების მაგალითი გვიჩვენა. თქვენ ამას ყოველდღიურად, ჩუმად აკეთებთ. ვიცი, რომ ეს არის ქვეყნის წინაშე თქვენი ყოველდღიური დამსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მონაწილეობთ საერთო გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ, აქ, რეალურად ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლაზე, თქვენ კი, რაღაც ფორმით უკვე გაწევრიანებული ხართ იქ, რადგან თქვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ხართ და ვიცით, თუ რამდენად ხართ დაფასებულნი მათი მხრიდან. ჩვენი პარტნიორები ყველა შეხვედრაზე აღნიშნავენ თქვენს იმ ღვაწლს, რომელსაც ჩვენი საერთო საქმისადმი იჩენთ. ამისათვის მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და ჩვენი პარტნიორების სახელით. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, წარმატება, საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 31, 2019 20:24