სალომე ზურაბიშვილმა და დავით ზალკალიანმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელოვან როლს და გამოთქვეს ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა.

საუბარი შეეხო საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 21-23 იანვარს ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზე. ხაზი გაესვა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით.

სალომე ზურაბიშვილი დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილსაც შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი – 21 იანვარს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ჩავა
შემდეგი სტატია“დაპატარავებული ბიზნესმენის, დამნაშავის თავის მართლების რეჟიმში განცხადება” – ოპოზიცია კალაძის დაკითხვას ითხოვს