სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 42 მსჯავრდებული შეიწყალა

region
ავტ.: region აპრილი 25, 2019 17:30

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 42 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 42 მსჯავრდებული შეიწყალა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა 19 თავისუფლებაღაკვეთილი მსჯავრდებული.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან ორი ქალბატონია, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

„ასევე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან ორი ქალი. შეწყალებულთაგან 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მუხლისგან. მათ შორის, სამი პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნება თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა“, – განაცხადა ჟვანიამ.

region
ავტ.: region აპრილი 25, 2019 17:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,057
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics