სალომე ზურაბიშვილისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული გაათავისუფლეს

region
: region მაისი 9, 2019 14:41

სალომე ზურაბიშვილისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული გაათავისუფლეს

სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისი, ლექსო მაჭავარიანი გაათავისუფლეს. ის ვაკის პარკიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც გაათავისუფლეს.

პრეზიდენტი ვაკის პარკში ცოტა ხნის წინ მივიდა და მას იქ შეძახილებით „მოღალატე“ შეხვდნენ. პრეზიდენტი ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა. მან უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

ვაკის პარკში რამდენიმე კონტრაქცია იმართება. იქ ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია ე.წ. “უკვდავი პოლკის” წარმომადგენლები მივიდნენ. ვაკის პარკში იმყოფებიან “არა ოკუპაციას” წევრებიც.

ისინი შეძახილებით შეხვდნენ რუსული პროპაგანდისტული ორგანიზაციის წარმომადგენლებს და აცხადებდნენ, რომ ისინი მოღალატეები არიან.

region
: region მაისი 9, 2019 14:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,749
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics