სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორეს შეხვედრა ვერ მოხერხდა, პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება – ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა. რა მიზეზით ვერ შედგა შეხვედრა ამაზე ჯაღმაიძეს არ უსაუბრია.

„სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაშინატოს და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიაღიმილისმომგვრელია, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, კიდევ კარგი, მართლა მთავარსარდალი არ არის – კობახიძე