სალომე ზურაბიშვილის შტაბი – ჩვენი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა

ჩვენი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურები გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

„თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სატვირთო ავტომობილი ახორციელებდა საქართველოს ფოსტის ტვირთის გადაზიდვას თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით.

სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ – სარეკლამო მაისურებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის შტაბის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდაიწვა ავტომობილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ნივთები გადაჰქონდა
შემდეგი სტატიაუძრავი ქონება, რომელიც “ოცნების” წევრებმა 2012 წლის შემდეგ დააგროვეს (ვიდეო)