სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრენგეთიდან ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაესწრება

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიალს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

გარდა სარკოზისა, ზურაბიშვილის ფიცის დადებას საფრანგეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი დაესწრება.

უკვე ცნობილია, რომ ცერემონიალს სომხეთის პრეზიდენტი და ბალტიის ქვეყნების სეიმების პარლამენტის თავმჯდომარეები დაესწრებიან, ასევე აზერბაიჯანის სპიკერი.

ინაუგურაციაზე ჩამოვა გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი, უკრაინისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილეები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე თელავში დაგეგმილ აქციაზე – არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას!
შემდეგი სტატიაცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას იწყებენ