„სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არის უკიდურესად სახიფათო” – სალომე სამადაშვილი

სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალქალაქში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას ოპოზიციის წევრები ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პრეზიდენტობის კანდიდატის კომენტარს “უკიდურესად სახიფათოს” უწოდებენ.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ეთნიკურ სომხებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი, თურქი ეროვნების მოსახლეობის მიმართ პრივილეგიების მინიჭებაში დაადანაშაულა.

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზე საუბრობს.

„სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არის უკიდურესად სახიფათო არა მხოლოდ ეთნიკური შუღლის გაღვივების თვალსაზრისით, ასევე იმ თვალსაზრისით, რომ სამცხე-ჯავახეთში ამ რეგიონში უკვე მრავალი წელია, უკვე აქტიურად მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები, რუსეთის პროპაგანდა იმისთვის, რომ გააღვივონ ანტითურქული და ანტიდასავლური განწყობები. როდესაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ჩადის ამ რეგიონში და საუბრობს პირდაპირ რუსეთის პროპაგანდის ენით, გზავნილებით ეს არის პირდაპირ დარტყმა ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესზე, რაც შეეხება ამ ქვეყნის ინტეგრაციას ნატო-ში,“- განაცადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმცირესობამ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლის საკითხი ბიუროს სხდომაზე დააყენა
შემდეგი სტატიაადვოკატმა დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლების მოთხოვნით თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა