სალომე ზურაბიშვილის განცხადებით შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი ახალი არჩევნების მომზადება იქნება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.

პრეზიდენტ ზურაბიშვლის თქმით, მზადდება დოკუმენტიც, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი.

ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი არჩევნებისთვის ალბათ, „გამოჩნდებიან ახალი ძალებიც და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“.

„შეიქმნება საბჭო იმისათვის, რომ ვმართოთ ეს პერიოდი. საბჭოს მანდატი იქნება ერთი და მხოლოდ ერთი, ეს იქნება ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება და ალბათ, ხვალ უკვე მზად იქნება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა იმ პირობას, რომელიც არის მინიმალური იმისათვის, რომ ჩატარდეს ძალიან მალე არჩევნები. შემდეგ იქნება მუშაობა იმისათვის, რომ ყველა კუთხით და შესაძლო მიმართულებით მოვემზადოთ. ეს ახალი არჩევნები იქნება ნამდვილად ახალი არჩევნები და ალბათ, გამოჩნდებიან ახალი ძალები და ამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი… დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი და სისტემური პოლიტიკური დაშინება და იძულება” -IRI
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, მუქარით მელაპარაკებიან და მგონი, მაინც ვერ მიცნობენ – ვნახოთ 29 დეკემბრის მერე სად და როგორ ვიქნები, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ, პრეზიდენტი