სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს

საქრთველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს, „ვინაიდან, სააკაშვილის შეწყალება ქვეყანაში პოლარიზაციას“ გაზრდის.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრაიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„იცნობთ ქართულ საზოგადოებას, იცით, რომ ეს იქნება უაღრესად დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი. მანამდე სამჯერ შევიწყალე ადამიანები სწორედ იმ მიზნით, რომ ჩაექრო პოლარიზაცია, შედეგი არ იქნა მიღწეული არც მაშინ და აქ ბევრად უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამიანების პოზიციები. გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წლებიდან, რაც საზოგადოებას ახსოვს, აქ არ შეიძლება მე ვიყო მონაწილე იმის, რამაც შეიძლება კიდევ გააღრმაოს ეს პოლარიზაცია ქვეყანაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: მთავარი მაინც ხელისუფლებაა შენ ხარ ხელისუფლება და შენ იღებ გადაწყვეტილებებს, შენ გაქვს მთავარი პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიაუკრაინის გენშტაბი – უკრაინელმა სამხედროებმა მტერს ოთხი მიმართულებით უკან დახევა აიძულეს