სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.

„მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მომიტინგეებს.

ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება.

“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში – 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ზურაბიშვილია, ივანიშვილსა და “ოცნების” ლიდერებს სანქციები უნდა დაეკისროთ, მათ შორის, გაეყინოთ ქონება” -ევროპარლამენტარი
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები