სალომე ზურაბიშვილის განცხადება ახალქალაქში – საპარლამენტო უმრავლესობა განმარტებას აკეთებს

ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განმარტებები გააკეთეს. მმართველი გუნდის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეთანხმებიან სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ წინა ხელისუფლების დროს პრეზიდენტი სააკაშვილი მხოლოდ თურქეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს ანიჭებდა ორმაგ მოქალაქეობას.

“ფაქტი ერთი არის მართლა ის, რაც საზოგადოებას ახსოვს, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნის, რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მოქალაქეობა იქნა თვითონ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დარიგებული, ოღონდ რა დამსახურებებით ეს არავინ არ იცის. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მანამდე არ იყო საქართველოს მოქალაქე, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გახდა საქართველოს მოქალაქე და ამაზე არავის არ უთქვამს ახსნა, თუ რატომ მოხდა ასეთი მასიური დარიგება საქართველოს მოქალაქეობის. ალბათ, სწორედ ეს იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა და მეტი არაფერი,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ზურაბიშვილის განცხადების კონტექსტი არ იცის, თუმცა მიაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს ეთნიკური შუღლის გაღვივება არ სურს.

„მე არ ვიცი კონკრეტულად ამ განცხადების კონტექსტი, სად იყო გაკეთებული და ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით. არა მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს რამე განწყობა ჰქონდეს, რომ ეთნიკური შუღლი გააღვივოს ქვეყანაში, არა მგონია. მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეობის მიცემაზეა საუბარი და არა წართმევაზე,“- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ეთნიკურ სომხებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი, თურქი ეროვნების მოსახლეობის მიმართ პრივილეგიების მინიჭებაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატმა დაკავებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლების მოთხოვნით თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმცირესობა შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებს