სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხზე ნიკა გვარამიას განცხადება ფაშისტური მანიფესტია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება ფაშისტური მანიფესტია.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხზე ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატს თავისი შემომწირველი ჰყავს.

„ვინც ამა თუ იმ პარტიას თანხას შესწირავს, მასზე გავლენის მქონე ადამიანად ვერ მოიხსენიებთ. იგივე შემომწირველები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მეორე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ, რაშიც დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ ადამიანები ყველა შემთხვევას იყენებენ, რათა მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია მოახდინონ. მთავარია, თანხები კანონიერად იყოს გადარიცხული და ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება გვარამიას, ფაქტიურად, მისი განცხადება ფაშისტური მანიფესტია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორი სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების საკითხს „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა. როგორც ნიკა გვარამია წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება”.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის დაფინანსება იგივეა, დიდვაჭრებს ჯალალ ედ დინი ან შაჰ აბასი რომ დაეფინანსებინათ
შემდეგი სტატიაჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მაღაროებში აფეთქების ინიციირების სისტემა დაინერგება