ვინ არის მზად მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაში?! – სალომე ზურაბიშვილის ახალმა ინიციატივამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
პროდასავლური პარტიების ერთი ნაწილი მზად არის იმუშაობს მეხუთე პრეზიდენტთან ერთად იმისთვის, რომ ქვეყანა ტექნიკურად მოამზადონ ახალი არჩევნებისთვის, თუმცა პოლიტიკოსები, აცხადებენ რომ ამ პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს საპროტესტო საზოგადოების გააქტიურება.
ქალბატონი სალომეს ინიციატივა არის ერთობლივი ინიციატივა, ეს მუშავდება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე სამოქალაქო სექტორმა და აქტივისტებმა დავაანონსეთ 28 ნოემბრის ერთობლივი აქცია და სწორედ ამის გაგრძელება არის, სალომე ზურაბიშვილიც თვლიდ, რომ ერთობლივი წინააღმდეგობა უნდა არსებობდეს, რომელიც შექმნის ალტერნატივას “ქართული ოცნების”. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მოლაპარაკებები როგორც სამოქალაქო სექტორთან, ასევე პარტიებთა, ასევე ქალბატონ სალომესთან, არასამთავრობოებთან. ეს არის ერთიანი, კოორდინირებული მუშაობა იმისთვის, რომ ერთობლივი წინააღნდეგობა შედგეს”, – ამბობს კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი.
თეონა აქუბარდია “პირველებს” ეუბნება, რომ მზად არის სალომე ზურაბიშვილის ახლა ალეტრნატივას შეუერთდეს. ის სხვა ოპოზიციონერებს მოუწოდებს, რომ პერსონალური ეგო გვერდით გადადონ და ქვეყნსი მომავლისთვის გაერთიანებული ძალებით იბრძოლონ.
დღეს, როდესაც ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეშია და საერთოდ პარტიების აკრძალვაზეა საუბარი, ქვეყანა არის გადასარჩენი და მე ვფიქრობ, რომ პარტიული ეგო იქნება ეს თუ სხვა პიროვნული სუბიექტური ფაქტორები, უნდა იყოს უკან გადადებული, რადგან კიდევ უფრო მკაფიოა ის საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება რუსეთის გავლენის სფეროში გაფორმების სახით, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ამიტომ ალტერნატივა, რაც არ უნდა დაარქვა, არის მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ახლა მთავარი დაკვეთა საზოგადოების, იმისთვის, რომ პროტესტის აკუმულირება და გაზრდა მოხდეს. დიდი სიამოვნებით ჩავერთვები, იმისთვის, რომ საბოლოო გავიდეთ შედეგზე”- ამბობს თეონა აქუბარდია.
ის ვინც პირდაპირ უარს აცხადებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივაზე, არის გახარიას გუნდი – ექს პრემიერის პარტიაში აცხადებენ, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არ იმუშავებს.
ვერ წარმომიდგენია, თუმცა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს არავინ უშლის შექმნას ტექნიკური მთავრობა მაშინ, როდესაც ის ამას საჭიროდ ჩათვლის. ჩვენ არც თავის დროზე ვიყავით ამ იდეის მომხრე- არაპრაგმატულ და არარაციონალურ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია, ამ რეჟისმი წინააღმდეგ სრულიად განსხვავებული ბრძლაა საჭიროა, ყველას თავისი გზა აქვს და მათ შორის ვიღაცისთის შეიძლება გამოსავალი ტექნიკური მთავრობა იყოს, თუმცა ჩვენ ამის ნაწილი არ ვიქნებით”, – აცხადებს გიორგი შარაშიძე.
როგორ უნდა შეიქმნას საქართველოში პოლიტიკური ალტერნატივა? – სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ გამოსავალი საზოგადოების გაერთიანებაშია. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში საუბრისას თქვა, რომ უნდა არსებობდესს გეგმა, რომლითაც საპროტესტო საზოგადოება ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში იმოქმედებს. ზურაბიშვილის თქმით, პოლიტიკური ალტერნატივის პირველი ეტაპი შესაძლოა იყოს მუშაობა ტექნიკური მთავრობის იდეაზეც.


















