სალომე ზურაბიშვილი – ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას – მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ უწყვეტ მხარდაჭერას

პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ვულოცავ. ამ მნიშვნელოვან როლში წარმატებებს გისურვებთ. საქართველოდან, ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და განვითარების მიმართ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გუშინ გახდა და იგი ევროკავშირის საბჭოს მომდენო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.

banner
წინა სტატიაშიანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტით, უკრაინამ რუსეთს ევროპაზე გავლენის ერთ-ერთი ბოლო ბერკეტი ჩამოართვა
შემდეგი სტატიამარია ზახაროვა – რუსული გაზის მიწოდების შეჩერებაზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს, უკრაინის ხელისუფლებას და ევროპის ქვეყნებს ეკისრებათ