საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკული ტელეარხ CBS News-სთან საუბარში განაცხადა, rom უკრაინისა და მოლდოვის პირველი ნაბიჯები ვნახეთ ევროპული ინტეგრაციისკენ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო და არ არის რუსეთის ზეწოლისა და რეჟიმის გამო, რომელსაც ძალაუფლება უკავია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ახლა „ძალიან შორსაა დემოკრატიისგან, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ძალიან ახლოს ვიყავით“.
„ ქვეყანა, რომელიც განიხილებოდა, როგორც ყველაზე ახლოს ევროკავშირისა და ნატოს კართან. გუშინ უკრაინისა და მოლდოვის პირველი ნაბიჯები ვნახეთ ამ ევროპული ინტეგრაციისკენ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო და სადაც საქართველო არ არის რუსეთის ზეწოლის გამო და რეჟიმის გამო, რომელსაც ახლა ძალაუფლება უკავია საქართველოში,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.















