სალომე ზურაბიშვილი – ვიწყებ ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მათი ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთში ვიზიტს იწყებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ვიწყებ ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტს. მადლობელი ვარ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მათი ურყევი მხარდაჭერისთვის”, – წერს ზურაბიშვილი.

პრესსამსახურის თანახმად, მეხუთე პრეზიდენტი 9 აპრილს ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს, სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები სენატის პრეზიდენტსა და სენატის წევრებთან.

banner
წინა სტატიაში“პრორუსულმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” თბილის მოსკოვთან დააახლოვა”- აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი კავოლი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა