სალომე ზურაბიშვილი – ვისურვებ, რომ ენგურის ხიდი, ძალიან ახლო მომავალში, გამაერთიანებელი ხიდი გახდეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა.

პრეზიდენტმა შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ, შობა – ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის.

სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე მოსახლეობას, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ, გაესაუბრა.

,,მე აქ ვიმყოფები მეორედ. პირველად ჩამოვედი, როგორც ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი. მას შემდეგ 15 წელზე მეტი გავიდა და ისევ აქ ვდგავართ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა.

ვდგავართ იმ ხიდზე, რომელიც ჰყოფს ჩვენს მოსახლეობას. ორივე მხარეს ჩვენი მოქალაქეები არიან და ამიტომ, მე მინდა დღეს ახალი წელი და დამდეგი შობა მივულოცო მათ, ვინც ცხოვრობს გალში და ასევე, ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს და ვისურვო, რომ ეს გამყოფი ხიდი, ძალიან ახლო მომავალში, მართლაც გახდეს გამაერთიანებელი ხიდი”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა მცირდება
შემდეგი სტატიასაგლოლო-ჭიორა-ღების გზაზე მოძრაობა აღდგა