სალომე ზურაბიშვილი: “ვინც საზოგადოებას წინააღმდეგობის ფრონტს არ შეუერთდება, გაქრება”

“ვინც საზოგადოებას წინააღმდეგობის ფრონტს არ შეუერთდება, გაქრება” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ის ფორმა, რასაც საზოგადოება ელოდება არის დიდი წინააღმდეგობის ერთობა, სადაც საზოგადოების როლი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

ის ფორმა, რასაც საზოგადოება ელოდება არის დიდი წინააღმდეგობის ერთობა, სადაც დღეს უკვე საზოგადოების და პროტესტის ხალხის როლი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური პარტიების იმიტომ, რომ რეალურად ამ ავტორიტარულმა რეჟიმმა ჩაკლა პოლიტიკური პარტიები. დღეს რასაც ვხედავთ, არის ძალიან მძიმე სიტუაცია პოლიტიკური პარტიებისთვის, ლიდერები ციხეში არიან, არ ვიცით რამდენი ხნით, მათი რესურსები ნოლზე არის დასული და არანაირი საშუალება აღარ გააჩნიათ, სანამ საინფორმაციო ველი არსებობს, მაგრამ ესეც შეზღუდულია და ჩვენ ყველამ ვიცით რა რთულია დაელაპარაკო იმას, რსაც ჰქვია მეორე მხარე.

ამიტომ დიდი წინააღმდეგობის მოძრაობა არის ერთადერთი საშუალება. თუ და როდის დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები, ცხადია, რომ არ იქნება იმის დრო პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყონ თავის მოწონება და რომელი, რომელთან… აქაც ერთიანობა არის ერთადერთი გამოსავალი ამ პერიოდში, ასეთ რეჟიმთან.

ერთობა არის ერთადერთი გზა, რაც ამ ქვეყანას წინ გაიყვანს ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან… ვინც ამ საზოგადოებას, ამ წინააღმდეგობის საზოგადოებას თუ ფრონტს არ შეუერთდება, ის გაქრება” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში – ვიღებდი მონაწილეობას სანქციების მოთხოვნაში ამერიკაში და უკრაინაში და ჩემი წვლილიც არის
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი-რატომ იყო საჭირო ცეცხლი? – იმიტომ, რომ სასახლის კადრები ყოფილიყო ალში და ეს იყო ის რისი გავრცელებაც უნდოდათ საზღვარგარეთ, რომ ეს პროტესტი არ არის მშვიდობიანი