სალომე ზურაბიშვილი: “ვერცერთი ციხე ან რეჟიმი ვერ გააჩუმებს ხალხს, რომელმაც უკვე აირჩია ევროპა”

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაპატიმრებულ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს „Forum 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოს ულოცავს.

ზურაბიშვილი გუშინ პრაღაში იმყოფებოდა და დაჯილოდების ცერემონიას დაესწრო.

საქართველოს მეხუთ პრეზიდენტი ამბობს, რომ “ვერცერთი ციხე ან რეჟიმი ვერ გააჩუმებს ხალხს, რომელმაც უკვე აირჩია ევროპა”.

“ვულოცავთ მზია ამაღლობელს, Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელს. ის საქართველოს წინააღმდეგობის სახეა, რომელიც დემოკრატიის, ღირსებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ვერცერთი ციხე ან რეჟიმი ვერ გააჩუმებს ხალხს, რომელმაც უკვე აირჩია ევროპა!”- აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

მზია ამაღლობელს და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას პრაღაში “ფორუმ 2000”-ის ჯილდო გადაეცათ. დაპატიმრებულ ჟურნალიტს პრიზი როგორც ქართული წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოს სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცა .

banner
წინა სტატიაშიმერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 36 წელი გავიდა
შემდეგი სტატიააშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა