14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: ვერავინ გამორიცხავს, რომ არჩევნები 2028 წელზე ბევრად ადრე ჩატარდეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეების გვერდით აღნიშნავს.

ზურაბიშვილმა ფეისბუქლაივში სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოება გადამწყვეტი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.

მეხუთე პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებებისა, რომ არჩევნები 2028 წელს ჩატარდება, პროცესების უფრო ადრე განვითარებას და ვადამდელ არჩევნებს ვერავინ გამორიცხავს.

“ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ეს არ ეხება მხოლოდ ამ ალიანსს, ეს ეხება მთლიანად საზოგადოებას. საზოგადოება უნდა მოემზადოს, იმიტომ რომ ეს იქნება ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი და არ ვიცით, როდის იქნება არჩევნები. შეიძლება თვლის რეჟიმი, რომ 2028-ში იქნება არჩევნები, ეს გვითრხა კობახიძემ, მაგრამ ვერავინ ვერ გამორიცხავს, რომ ეს არ მოხდეს უფრო ადრე. ყოველ 26 მაისს, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, რა ფუნქციითაც არ უნდა ვყოფილიყავი, ვარ რუსთაველზე და ვიქნები რუსთაველზე ხალხთან ერთად, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ყველასი ერთად ზეიმი”,_  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკონგოში ებოლასგან გარდაცვლილთა რაოდენობამ იმატა
შემდეგი სტატიაგურამ მაჭარაშვილი დანიაში აქციის დაშლაზე: როცა იქ ხელკეტების გამოყენებას ამართლებენ, საქართველოში კი “მოლოტოვის კოქტეილების” სროლაზეც პოლიციას საყვედურობენ, ეს ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფაა