სალომე ზურაბიშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ

დამდეგ ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს ! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა!-წერს საქართველოს პრეზიდენტი.

sputnik-ossetia-ს ინფორმაციით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. გამოცემის ცნობით, ბიბილოვმა ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ანთაძე: ბატონი ვაჟა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე
შემდეგი სტატიავაჟა გაფრინდაშვილი: სრულიად მოულოდნელი იყო, არც ველოდებოდი რომ დღეს ეს მოხდებოდა ჩემი გათავისუფლება