სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი მიწვეულია ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ცერემონიაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვლენ: აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ოჯახის წევრები. საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მადლენ ოლბრაიტის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მიზნით ჩამოვიდა და მას ამის გაკეთება ურისკოდ უნდოდა, ბუნებრივია, ხელისუფლების გადატრიალებას ურისკოდ ვერავინ ცდის
შემდეგი სტატიასუბარი – საბედნიეროდ, ქართველი ხალხი კარგად ხედავს, ვინ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ვინ მტრობს ჩვენს სამშობლოს