სალომე ზურაბიშვილი ვაქცინაციის შემოტანაზე – “სინათლე გვირაბის ბოლოს”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე საქართველოში ვაქცინის პირველი დოზის შემოტანას ეხმაურება და მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ქვეყანას ვაქცინის შემოტანაში დაეხმარა.

“ასე გამოიყურება “სინათლე გვირაბის ბოლოს”. მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს.

ჩვენ კვლავ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და სოლიდარობით ამ კრიზისს დაამარცხებს”,-წერს ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – კრიზისიდან გამოსვლის ყველაზე დემოკრატიული და ევროპული საშუალება არის ახალი არჩევნები
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ეს მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, რათა მივაღწიოთ ჩვენს ქვეყანაში დეესკალაციას