7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება

საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს: „ფეისბუქპოსტებს“ „დანაშაულად“ აქცევს და ჟურნალისტებს გისოსებს მიღმა უშვებს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდება ავტორიტარული რეჟიმის სასოწარკვეთილი მცდელობაა, საკუთარი თავის დასამშვიდებლად და გადასარჩენად“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაქალი პოლიტიკოსები განცხადებას ავრცელებენ