საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ლაივში ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების 700 დღის თავზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი საზოგადოების სიმტკიცისა და შემართების დასტურია.
ზურაბიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კარგავს შინაგან ენერგიასა და დასაყრდენს საზოგადოების არცერთ წრეში, მათ შორის საკუთარ მომხრეებშიც, რომლებმაც აღარ იციან, რა ელოდებათ ხვალ.
„გავიდა 700 დღე და ეს არ არის პატარა მიღწევა. ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი საზოგადოება. 700 დღე არდათმობისა და გამძლეობის — სწორედ ეს აგიჟებს დღევანდელ რეჟიმს, რადგან პროტესტის შესუსტებას ვერ ახერხებს. საყრდენი ამ რეჟიმს არსად აღარ უჩანს და იგი უკვე ვეღარ ხედავს თავის მომავალს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში უწყვეტ საპროტესტო აქციებს 700 დღე შეუსრულდა. ქვეყანაში პროტესტი 2024 წლის 28 ნოემბრიდან არ შეწყვეტილა.















