სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

შვეიცარიაში გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებასა და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას, საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტს და „ქართულ ქარტიას“, როგორც საქართველოს გზამკვლევს, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან.

პრეზიდენტებმა განიხილეს, ასევე, საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფისათვის საჭირო ნაბიჯები.

banner
წინა სტატიაშილაიენი ზურაბიშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიაოლაფ შოლცი – რუსეთი აგრძელებს სასტიკ ომს, მშვიდობის მიღწევა ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ ჩარჩო და საგზაო რუკა კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად