სალომე ზურაბიშვილი – უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ დღეში ოდესის დაბომბვა ძალადობრივი ქმედებაა, რომელიც დაგმობილი უნდა იყოს

ოდესის დაბომბვა, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ დღეში მოხდა, არის ძალადობრივი ქმედება, რომელიც დაგმობილი უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ მიკრობლოგში წერს.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას და არც გლობალურად არსებულ ჰუმანიტარულ და მომარაგებასთან დაკავშირებულ ვითარებებს”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დღეს დაბომბეს.

banner
წინა სტატიაშიოლაფ შოლცის მეზობლებმა მის სახლთან სანაგვე ყუთში, G7-ის სამიტის საიდუმლო დოკუმენტაცია იპოვეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტზე: შეიძლება კონსტიტუცია ვერ გაიგო კარგად