სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ ლიეტუველ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ ლიეტუველ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს.

პრეზიდენტი ლიეტუველ კოლეგასთან საუბარს დადებითად აფასებს.

„დადებითი საუბარი მქონდა ჩემს ლიეტუველ კოლეგასთან. საქართველო აგრძელებს მტკიცე სვლას ევროატლატიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ლიეტუვის მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი გატანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს ესაუბრა. როგორც ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ლიდერებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები, „კოვიდ-19“-ის პანდემია და საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

ვირუსის ბლოკატორები