სალომე ზურაბიშვილი : ტოლერანტობა ყველგან და ზოგჯერ ჩვენთანაც რყევას განიცდის, კულტურულ მემკვიდრეობად მისი აღიარება მის დაცვას ემსახურება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პირველი საპარლამენტო გამოსვლისას ​იუნესკო-ში შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დადებითად შეფასდა საქართველოში იუნესკო-ს რეგიონალური ცენტრის დაარსების იდეა, რომლის განხორციელება საქართველოს რეგიონში გეოპოლიტიკურ როლზე აისახება.

„ამავდროულად, განვიხილეთ ტოლერანტობის მსოფლიო არამატერიალური ძეგლების სიაში შეტანის საკითხი. ტოლერანტობა არის ღირებულება, რომელიც ისტორიულად იყო საქართველოსა და მთლიანად, კავკასიის საყრდენი. დღეს იგი ყველგან და ზოგჯერ ჩვენთანაც, რყევას განიცდის. ტოლერანტობის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება მსოფლიოში მის დაცვას ემსახურება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაში“დოიჩე ველე”: საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში თავშესაფრის მიღების მცირე შანსი აქვთ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი : სტუდენტების სახით საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიდი ადამიანური კაპიტალი ჰყავს