სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში საქმიანი წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში საქმიანი წრეების და მედიის წარმომადგენლებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის და სპორტის მიმართულებებით, ასევე 2020 წელს ტოკიოში დაგეგმილ ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობასა და საორგანიზაციო საკითხებს.

გარდა ამისა, შეხვედრებზე იაპონური მედიის საშუალებით საქართველოს პოპულარიზაციის შესაძლებლობებიც განიხილეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი : ოკუპაციისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხის აქტუალიზაციის გარეშე არაფერი გამოვა
შემდეგი სტატიაშეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენებისთვის უწყებათშორისი კომისია შეიქმნა