სალომე ზურაბიშვილი თუკი ამბობს, რომ უნდა დაგვეშვა პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა, უნდა იცოდეს, რომ ასეთი თხოვნით ზელენსკის არ მოუმართავს – ვოლსკი

საქართველოს პრეზიდენტი თუკი ამბობს, რომ უნდა დაგვეშვა პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა, მან უნდა იცოდეს, რომ ჯერ ერთი, ასეთი თხოვნით ზელენსკის არ მოუმართავს და მეორეც, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა ყოფილიყო მიწვეული საქართველოს პარლამენტში.

„არსი იმისა, რომ ჩვენ უკრაინის მიმართ რაიმე შეცდომა დავუშვით, მისივე განცხადებას ეწინააღმდეგება, რომელიც სულ ახლახან გააკეთა და ხაზგასმით და სწორად აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა რესურსი გამოყენებული აქვს უკრაინის დასახმარებლად. თუკი ამბობს, რომ უნდა დაგვეშვა პარლამენტში ზელენსკის გამოსვლა, ერთი რამე უნდა იცოდეს მან და საზოგადოებამ, რომ ჯერ ერთი, ასეთი თხოვნით არ მოუმართავს და მეორეც, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არის რთული მდგომარეობა, ჩვენ მათთვის არც პოლიტიკური, არც ჰუმანიტარული და არც ადამიანური მხარდაჭერა არ დაგვიკლია. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პარლამენტში მისი გამოსვლა არ იქნა პოზიტიურად განხილული, მიუხედავად იმისა, რომ არც მოუმართავს. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხალხმა ხელისუფლებაზე უნდა გაიმარჯვოს და მხედველობაში არ იღებს, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნებოდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია ოლენა შულიაკს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსი ჯარისკაცების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე 16 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული