სალომე ზურაბიშვილი – ტერორი საქართველოში – კვლავ თვითნებური დაპატიმრებები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ტერორი და თვითნებური დაპატიმრებები გრძელდება.

„ტერორი საქართველოში – კვლავ თვითნებური დაპატიმრებები, მათ შორისაა სტუდენტური მოძრაობა “სტუდენტები თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკო მანაგაძე“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები.

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინი: საქართველოში ზურაბიშვილის ფენომენი დინამიკას იძენს
შემდეგი სტატიათბილისში „რეალისა“ და „ბარსელონას“ ფანები მსვლელობას მართავენ