სალომე ზურაბიშვილი : სტუდენტების სახით საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიდი ადამიანური კაპიტალი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი საპარლამენტო გამოსვლისას დიასპორა რეგიონებთან და კულტურასთან ერთად, მისი საქმიანობის პრიორიტეტად დაასახელა.

„საზღვარგარეთ ვიზიტების დროს შევხვდი ჩვენს სტუდენტებსა და ემიგრანტებს. ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით საზღვარგარეთ დაბადებული თაობისთვის, სამშობლოსთან კავშირის შესანარჩუნებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქის სტატუსს.

უნდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრაქტიკაში, სამწუხაროდ, ჯერ არ არის ისე გამარტივებული, როგორც ამას ელოდებოდნენ. ახლა იუსტიციის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ, რათა უფრო გამარტივდეს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნების პროცედურები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნებში სტუდენტების სახით დიდი ადამიანური კაპიტალი ჰყავს.

„მათ ყველა ვიზიტის ფარგლებში ვხვდები. ჩვენი მოვალეობაა, რომ ერთი მხრივ, შევუქმნათ სამშობლოში დაბრუნების ღირსეული პირობები, მეორე მხრივ კი, წასვლამდე მივაწოდოთ წინასწარი ინფორმაცია სამომავლოდ ქვეყანაში მოთხოვნადი სპეციალობების შესახებ, რათა არსებულ ბაზარზე ააწყონ თავიანთი პროფესიული გეგმები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : ტოლერანტობა ყველგან და ზოგჯერ ჩვენთანაც რყევას განიცდის, კულტურულ მემკვიდრეობად მისი აღიარება მის დაცვას ემსახურება
შემდეგი სტატიაშეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა