სალომე ზურაბიშვილი სტოლტენბერგს – თქვენი ვიზიტი ჩვენი მოსახლეობისთვის ნიშანია, რომ ის გზა, რომელზეც ვდგავართ, უალტერნატივო და უცვლელია

საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი ნიშანი იმის თუ რა გზაზე ვდგავართ, რომ ეს გზა არის უალტერნატივო, უცვლელი, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარული და პატივია, რომ საქართველო თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მასპინძლობს ნატო-ს წვრთნებს ამ ქვეყანაში, რაც არის ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანი იმის, თუ რა დონეზეა ასული ჩვენი ურთიერთობები და რამდენად არის ნდობა ის რაც უკვე ახასიათებს ჩვენს ურთიერთობებს. საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი ნიშანი იმის თუ რა გზაზე ვდგავართ, რომ ეს გზა არის უალტერნატივო, უცვლელი. რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იქნება სამხედრო თუ პოლიტიკური რეფორმები იმისთვის, რომ ამ გზაზე მყარად ვიაროთ”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – მოვუწოდებთ რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები
შემდეგი სტატიასრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს – ბახტაძე