სომხეთო, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს.
„ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს დემოკრატიულ ევროპულ მომავალს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!“– წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.














