სალომე ზურაბიშვილი – „შავი ორშაბათი“ საქართველოში – „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„შავი ორშაბათი“ საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს“, – წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი სხდომა არაკონსტიტუციურია, რადგან მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ მისი ლეგიტიმაცია შეარყია, მან უარი თქვა პირველი სხდომის მოწვევაზე და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია მის შემცვლელად არავის ცნობს.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძის მოადგილეები გახდნენ რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – პრეზიდენტის კანდიდატურა შერჩეული გვყავს – რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, გამორიცხულია