6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: სერბეთი იმის მაგალითია, რომ უიმედობა არ შეიძლება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

_ ესე იგი ლიდერის გარეშეც, ძლიერი პარტიების გარეშე, საზოგადოებას თურმე შეუძლია გაერთიანდეს და დაამარცხოს 14-წლიანი ავტორიტარული პრორუსული რეჟიმი. უნგრეთიც, სომხეთიც, და ახლა სერბეთი იმის მაგალითია პირველ რიგში, რომ უიმედობა არ შეიძლება! ასეთი რეჟიმების მთავარი საყრდენია ხალხში პესიმიზმის, უიმედობისა და სასოწარკვეთილების გავრცელება.
„რა გვეშველებას“ ძახილს, სჯობს ჩვენივე ძალები შემოვკრიბოთ, ჩვენში დავინახოთ საშველი და სერბი სტუდენტების მსგავსად ძალადობრივი რეჟიმი ჩამოვიშოროთ, ამოვისუნთქოთ და ჩვენივე კითხვაზე გავცეთ პასუხი, „გვეშველა! რამეთუ ქვეყანას ეშველა!“

გუშინ ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტების მიერ ორგანიზებულ მოძრაობასთან მარცხი აღიარა. სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნები ორწლიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა, რომლის სათავეშიც სტუდენტები იდგნენ. ამით სერბეთში ვუჩიჩის მრავალწლიანი მმართველობა სრულდება. ქვეყნის მმართველობაში იგი 2014 წლიდან იმყოფება

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: თუკი ვინმეს შეიძლება “ნაციონალური მოძრაობის” განშტოება ეწოდოს, ეს არის “ქართული ოცნება”
შემდეგი სტატია“სტუდენტური სია”: სერბეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გეგმავს