“რას აკეთებთ, ვის ემსახურებით?! ხომ წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ცხოვრობთ… ხვალ აქ რუსეთი იქნება, თუ ყველამ არ ამოვიღეთ ხმა”, – ასე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, ელჩებს, პოლიციას და ჯარს.
“მე მინდა ახლა მივმართო საზოგადოებას, მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, დრო არის, რომ თქვენი გადაწყვეტილება აიღოთ და მიიღოთ. დრო არის, რომ თქვენ იფიქროთ იმაზე, თუ რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს. დრო არის, რომ იფიქროთ იმაზე, თუ თქვენ რა რეპუტაციას უტოვებთ თქვენს შვილებს. რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ როცა თქვენს შედეგში იცხოვრებენ. არ არსებობს, მე მესმის, რომ ძალიან რთულია ასეთ ქვეყანაში, რთული არის, როცა პირობები არის, როგორიც არის, ვითომდა ეკონომიკურად მზარდ ქვეყანაში, სადაც ვიცით, თუ რა პირობებში არის ადამიანები, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანი არის. ქვეყანა, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანი არის. მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სადა ხართ, ხო წარმოგიდგენიათ რა აბსურდში ცხოვრობთ. და თქვენ არ გიჭირთ იქ ცხოვრება, თქვენ გაქვთ დანაზოგები, ყველაფერი გაქვთ და იფიქრეთ თქვენც, რომელ ქვეყანას, რუსეთს გინდათ ემსახუროთ?! ხვალ აქ რუსეთი არის, თუ ჩვენ ყველამ ჩვენს ადგილას არ ამოვიღეთ ხმა. მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, იმ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს, თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი არა ხართ. და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები და არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები. ასე რომ, თქვენც აიღეთ თქვენს ხელში რაც არის თქვენი გადასაწყვეტი. მე მინდა მივმართო ქართულ ჯარს, მე მინდა მივმართო იმ ჯარს, რომელსაც დღეს ჩვენს ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება. მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, ის არის, რომელსაც ყველაზე უფრო გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს, რომლიდანაც ჩვენ ძლივსძლივობით გამოვედით, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ამ შენობაში არის გამოფენილი ყველა ჩვენი ეროვნული გმირის პორტრეტი, ეს შევძელით და ეს იქნება აქ და ვერავინ ვერ მოხსნის, როგორც ვერავინ ვერ წაგვართმევს დამოუკიდებლობას. მე მოგმართავთ ყველას, ვინც აქ დღეს სახლში ხართ, ვინც გამოსული ხართ, არ დაკარგოთ იმედი. არავინ არ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.