სალომე ზურაბიშვილი – საქართველოში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ

საქართველოში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, სწორედ იმ კომიტეტის, რომელიც საქართველოზე მუშაობს, ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა „დღის თემაში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

„დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში. ეს არის გაგრძელება იმ ძალიან დიდი ნაბიჯის, რაც გადაიდგა ჩვენს მიმართ – ევროპულმა საბჭომ მოგვანიჭა ევროპული პერსპექტივა, რასაც არ ვაფასებთ იმ დონეზე, როგორც არის დასაფასებელი. ექვსი თვე გვაქვს მოცემული, ასე იყო ნათქვამი – თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, იმ კომიტეტის სწორედ, რომელიც საქართველოზე და საგარეო საკითხებზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელში და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ.

მე არ ვიცი, სადამდე უნდა გავაგრძელოთ ეს რაღაც ორმაგი თამაში, რომ ვითომც გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა ის, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია, გვინდა, რომ მივიღოთ, რაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს. ამ დროს არათუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია, 12 პუნქტი. ჯერ არ ჩანს, რომ ყველა ძალები მზად იყვნენ ამისთვის, მაგრამ ამავე დროს არა თუ არ ვაკეთებთ ამას, საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ. ​დაწყებული შარლ მიშელის დოკუმენტის გადაგდებით, ანულირებული ყოველი ნაბიჯი, რაც იქნა გადადგმული ერთი წლის მანძილზე, კრედიტზე უარის თქმა საკმაოდ უხეშად.

მთელი რიგი ნაბიჯები, იმ საკითხებში, სადაც გველოდებიან, რომ მიღებული იყოს სხვა გადაწყვეტილებები, სასამართლოს დაკომპლექტება ნაჩქარევი წესით. ინსპექტორის გაუქმება, ესეც ნაჩქარევი წესით. ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნა ამ ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან. და ამასთან ერთად არის წარმოუდგენელი რიტორიკა, ანუ გვესმის გაუთავებელი თავდასხმები ევროპარლამენტარებზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – „ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი -არსად გამიგია მოთხოვნა, ჩაერთეთ ომში