საქართველოს მეხუთე პრეზდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის სახით უფრო ნათელი მოკავშირე ეყოლება იმ მხრივ, რომ რასაც იტყვის იმის გაკეთებას შეძლებს.
„ევროკავშირს აღარ აქვს არანაირი საბაბი, რომ არ მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილებები და ეს პირველ რიგში ეხება უკრაინას, მაგრამ არა მხოლოდ უკრაინას. ჩვენ გვეყოლება უფრო ნათელი მოკავშირე იმ მხრივ, რომ რასაც იტყვის იმის გადაწყვეტილების მიღება შეეძლება. ამავე დროს, რჩება საკითხი ის, რაც განიცადა ამ ბოლო პერიოდში ევროკავშირმა და ალბათ მისთვისაც არის სერიოზული გაკვეთილი, რომ აღარ შეიძლება ამ კონსესუსის წესით მიიღოს გადაწყვეტილებები და იყოს დამოკიდებული თუნდაც ერთი ქვეყნის რაღაც ახირებაზე. ის რასაც მსჯელობენ, რომ შეიცვალოს შიდა გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები და წესები, ეს ალბათ გაგრძელდება და ევროკავშირი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას მისცემს მეტ მოქნილობას შიდა და საგარეო პოლიტიკაში. უფრო საგარეო პოლიტიკაში რადგან საარეო პოლიტიკა იყო მართული ამ კონსესუსის წესით”,_ აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
















