სალომე ზურაბიშვილი – საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ

აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეთანხმების მიღწევას ულოცავს.

„ბატონო ირაკლი, გილოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევას. საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ. ნდობის შენება მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ „ტვიტერში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“თაიმერი”-13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: 13 ივნისის ტრაგედია ყოველთვის იქნება განსაკუთრებულად მტკივნეული ჩემთვის