27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო იმ მონეტის მეორე მხარეა, რომლის ერთ მხარესაც უკრაინა იარაღით იბრძვის

ოსლოს თავისუფლების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე ისაუბრა და პარალელი უკრაინაში მიმდინარე ომთან გაავლო.

ზურაბიშვილის განცხადებით, სანამ უკრაინა ფრონტის ხაზზე იარაღით იცავს თავს, საქართველო რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნეა, რომელიც ქვეყნის ჩუმად ხელში ჩაგდებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჰიბრიდული ომის მეთოდებით სახელმწიფოს ჩუმად ხელში ჩაგდებას. მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების, არჩევნების, სოციალური ქსელების და ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ეს ყველაფერი კი გეოგრაფიული საზღვრებით არ შემოიფარგლება“, — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიისა და სახელმწიფოს მიტაცება მოხდა – ან თავი უნდა გადავარჩინოთ, ან დიქტატურას დავემორჩილოთ
შემდეგი სტატიაგიორგი ჭანტურია: მელიას თუ რამე ჰქონდა სათქმელი, ადრე უნდა გაეკეთებინა – ახლა მისთვის გვიანია