სალომე ზურაბიშვილი – საქართველო ამ მძიმე წუთებში ალბანელი ხალხის გვერდით არის
სხვა სტატიები
- ლინას ლინკევიჩუსი : ჩვენ ყოველთვის ვუწოდებთ საქართველოს მოწინავე სახელმწიფოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსია
- ზურაბ ჭიაბერაშვილი: ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის სრული კრახი
- ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალბანეთში მომხდარ მიწისძვრას, რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„დამწუხრებული ვარ ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის გამო. ამ მძიმე წუთებში საქართველო ალბანელი ხალხის გვერდით არის. ვუსურვებ გამძლეობას ხელისუფლებასა და მაშველებს, რომლებიც ადგილზე შეუსვენებლად მუშაობენ“, – წერს ზურაბიშვილი.
ალბანეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დედაქალაქ ტირანასთან ახლოს მოხდა.